|
2015-02-13 14:51:07, 1044 ნახვა
სამართალი
ელიზბარაშვილი: დაკავებამდე მე, ჩემი მოადგილე, ან განყოფილების უფროსი რომ დაეკითხათ, მოსამართლე განჩინებას არ მისცემდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-17 დაწესებულების ყოფილი დირექტორი გიორგი ელიზბარაშვილი დარწმუნებულია, რომ მის დაკავებამდე ციხის განყოფილების უფროსი, ან მისი რომელიმე მოადგილე რომ დაეკითხათ, მოსამართლე ბრალდებას განჩინებას არ მისცემდა. ამის შესახებ ელიზბარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მოსამართლე მისთვის და კიდევ 7 პატიმრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ელიზბარაშვილის მტკიცებით, მიზანმიმართულად მხოლოდ ის მოწმეები დაკითხსეს, რომლებიც ბრალდებას აწყობდა. "მე, ან ჩემი რომელიმე მოადგილე, ან განყოფილების უფროსი ჩემს დაკავებამდე, განჩინების აღებამდე, ერთ-ერთი მაინც რომ ყოფილიყო დაკითხული, დარწმუნებული ვარ, მოსამართლ განჩინებას არ მისცემდა. მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი, დაიკითხნენ მხოლოდ და მხოლოდ ის მოწმეები, რომლებიც ბრალდებას აწყობდა",-განაცხადა გიორგი ელიზბარაშვილმა. შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # მე-17 დაწესებულების დირექტორი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება 2015 წლის 1 იანვარს მე-17 დაწესებულებაში განხორციელებულ ფაქტს, რა დროსაც მსჯავრდებულების მხრიდან მსჯავრდებულებზე ძალადობა მოხდა. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ელიზბარაშვილმა რამდენიმე მსჯავრდებულს საპატიმროს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა, მათ კი, პატიმრებზე ძალადობა განახორციელეს. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, ხსენებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 პატიმრის მიმართ ასევე სამართლებრივი დევნა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)