21:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 12:25:16, 411 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქ-გვერდი" Trekking in the Caucasus-ი ავრცელებს.

Trekking in the Caucasus-ის ცნობით, ბოლოს ჩეხი მოლაშქრე 28 სექტემბერს, კირნახონას თავშესაფართან ნახეს. ის სკურიდან ხაიშში გადასვლას გეგმავდა.

სტანისლავ კოსკისის ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

“იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეწვია ტობავარჩხილის ტბების მიდამოებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც ამ პერიოდში იყო) და შეხვდა მას - ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისი მდებარეობის, ადგილსამყოფელის ან მოგზაურობის გეგმების შესახებ, რაც მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დაგვეხმარება, ძალიან სასარგებლო იქნება“,- ნათქვამია  ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics