|
2015-02-13 14:48:35, 663 ნახვა
პოლიტიკა
ბუნდესტაგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას უმოკლეს დროში მოახდენს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცა. „ბატონი ლამბერტის ვიზიტი გერმანიის მკაფიო და მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. გერმანიის ბუნდესტაგი კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის. მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის მიმართულებით გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებზე. გერმანიის მხრიდან არის მზაობა, გააქტიუროს პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ყველა ინსტრუმენტები“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა. მინისტრმა გერმანელ პარლამენტარებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ, გააცნო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები, აგრეთვე ქართული მხარის ხედვა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკასთან მიმართებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობისა და, კერძოდ, გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს და მთლიანად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს უსაფრთხოება და სტაბილურობა კვლავინდებურად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. თავის მხრივ, ნორბერტ ლამერტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მან აღნიშნა, რომ ბუნდესტაგი, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, დაასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას. გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო გერმანიის პარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს. ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები საქართველოში სწორი დინამიკით ხორციელდება და პროცესი არ უნდა შენელდეს. შეხვედრის დასასრულს, თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის პრეზიდენტს გერმანიის, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის. ცნობისთვის, ბუნდესტაგის დელეგაცია საქართველოში, ნორბერტ ლამერტის ხელმძღვანელობით, 12-დან 15 თებერვლამდე სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)