21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 17:54:43, 322 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით

ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კონცეფციას უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი წარადგენს.

“პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ახსოვს საზოგადოებას და უშუალოდ მისი ჩართულობით გადაიჭრა ეს პრობლემა. პრაქტიკულად ყველაზე ოპტიმალური ვერსიაა შემუშავებული და შეთანხმებული იმ კოლექტივთან, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას იმ დაწესებულებაში. ეს არის შესანიშნავი და გამორჩეული კოლექტივი, რომელსაც ძალიან ამბიციური გეგმების განხორციელების უნარი შესწევს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კონცეფციის განხორციელების ერთ-ერთი მამოძრავებელი იქნება სწორედ ის კოლექტივი, რომელიც ამჟამად მუშაობს ამ დაწესებულებაში.

კონცეფციის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და უშუალოდ მუშაობას დავიწყებთ. გვაქვს გარკვეული იდეები - ერთი მხრივ, როგორ რეაბილიტირდეს არსებული ინფრასტრუქტურა და ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნება ახალი მშენებლობები, რომლის რესურსიც და პოტენციალიც იმ ტერიტორიას, რომელიც განაშენიანებას დაექვემდებარება, გააჩნია.

შესაბამისად, ვფიქრობთ, წამოვიწყოთ ისეთი სახის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ სრულიად ინოვაციურ, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება მთლიანად რეგიონის მასშტაბით ამ სექტორში ფლაგმანი“,- განაცხადა სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics