21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 16:57:05, 349 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთიმ“, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით, წელს პირველად დაწესდა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი". პრემიის მიზანია „ვეფხისტყაოსნის", როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის პოპულარიზება და სკოლებში, მისი სწავლების განვითარების ხელშეწყობა.

წელს, სპეციალურმა ჯიურიმ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" 11 ფინალისტი შეარჩია და მათგან სამი  მასწავლებელი 2024 წლის გამარჯვებული გახდა. 

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" გამარჯვებულები არიან:

  • საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე კვარაცხელია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

გამარჯვებული მასწავლებლები „ლიბერთი ბანკმა“ დააჯილდოვა. მასწავლებელის ეროვნულმა ჯილდომ კი ფინალისტები თანამედროვე, ექსკლუზიური „ვეფხისტყაოსნის" სამაგიდო თამაშებით დაასაჩუქრა. „სულაკაურის გამომცემლობამ" თერთმეტივე ფინალისტს გადასცა გამომცემლობის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათი - "ვეფხისტყაოსნის" გრაფიკული რომანი, რომელიც მხატვარ დავით მაჭავარიანის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics