21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 13:40:32, 410 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა

"თიბისის" ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. "თიბისი" უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას Women In Data Science აძლიერებს საქართველოში.

ღონისძიებაზე, დატას ქალმა პროფესიონალებმა, როგორც "თიბისიდან", ასევე სხვა კომპანიებიდან გამოსვლებსა და პანელური განხილვების დროს ისაუბრეს მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს "თიბისი", როგორც data-driven კომპანია. 

Data ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო "თიბისის" ვორქშოფებში, სადაც მონაწილეები გაეცნენ "თიბისის" ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარეს მოდელი; დანერგეს მანქანური დასწავლების მოდელი ლოკალურად, გაეცნენ Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლეს, თუ როგორ მართონ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. 

"თიბისიში" ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის დანერგვა ბიზნეს პროცესებში, ისევე როგორც ქალების მხარდაჭერა და მათ პროფესიონალურ წინსვლაზე ზრუნვა  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "თიბისის" მიზანია, ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგოს დატა პლატფორმების გამოყენება და აქციოს მონაცემები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics