|
2024-10-06 11:21:00, 950 ნახვა
რეგიონი
შუახევში, სახალხო დღესასწაული „შუახევობა 2024“ გაიმართა
შუახევში, სახალხო დღესასწაული "შუახევობა 2024" გაიმართა. სახალხო ზეიმი დამსწრე საზოგადოებას, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობები. წარმოდგენილი იყო დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
მოეწყო სამეწარმეო მარკეტი, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების, რძის პროდუქტების, სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა-გაყიდვა და აჭარული კერძების დაგემოვნება. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლები, გოგონათა ბენდი ,,117“, ხელოვნების სკოლის გუნდი, სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და მოწვეული მომღერლები. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული ღონისძიებები და საბავშვო გასართობი აქტივობები.
დღესასწაულის ოფიციალურ ნაწილში დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები. წელს ეს წოდება 12 მოქალაქეს მიენიჭა. ღონისძიების ძირითადი გზავნილია, ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორის, ტურიზმისა და კულტურის განვითარება. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)