|
2024-10-04 12:19:15, 356 ნახვა
საზოგადოება
„სელფი“ Nasa Space Apps Challenge 2024-ის პარტნიორია
"სელფი მობაილი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ტრადიციულად, მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის, Nasa Space Apps Challenge 2024-ის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია. "სელფი" უკვე მეხუთე წელია, რაც ჰაკათონს უჭერს მხარს და ეხმარება გამარჯვებულებს, საერთაშორისო დონეზე წარადგინონ საკუთარი იდეა. ჰაკათონი ყოველწლიურად, ერთდროულად იმართება მსოფლიოს 300-მდე სხვადასხვა ქალაქში და გლობალურად აერთიანებს ათასობით მონაწილეს. წლევანდელი ჰაკათონის მთავარი თემაა “The Sun Touches Everything". ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები ინტენსიურად იმუშავებენ და საკითხის ირგვლივ მწვავე პრობლემას, ნასას მონაცემებზე დაყრდნობით, მოუნახავენ ინოვაციურ გადაწყვეტას. შემდეგ ეტაპზე, ადგილობრივი ჰაკათონის გამარჯვებულები ნამუშევრებს გლობალურ დონეზე წარადგენენ და Nasa Space Apps Challenge-ის მთავარ ჰაკათონზე მიიღებენ მონაწილეობას. საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის გარდა, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ჰაკათონის განმავლობაში დაესწრონ ვორქშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით. Nasa Space Apps Challenge 2024-ის ორგანიზატორები არიან სტარტაპ ბიურო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)