21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 10:46:37, 314 ნახვა

საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს ვაკუი ჯუნჯის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, მხარეებმა ცენტრის წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი. აქცენტი გაკეთდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და იაპონიის სააგენტოს თანამშრომლობაზე, მეხორბლეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის განხორციელების მნიშვნელობაზე.

“აღინიშნა, რომ ხორბლის ენდემური სახეობებისა და ჯიშების მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით ერთობლივი კვლევა, ასევე, სელექციის მეთოდების გამოყენება ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს დარგობრივი ტრენინგების ჩატარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების იაპონიაში სასწავლო ტურების ორგანიზების მიმართულებით.

შეხვედრას JICA-ს საქართველოს ოფისის პროგრამების ოფიცერი კონსტანტინე წერეთელი, სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურისა და ცენტრის სხვადასხვა კვლევითი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე განთავსებულ ამპელოგრაფიულ კოლექციას გაეცნენ, დაათვალიერეს წილკნის ბაზაზე განთავსებული პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია და თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics