|
2016-02-23 13:14:23, 728 ნახვა
საზოგადოება
ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე რაიონში დაწყებულ საგზაო სამუშაოებს გაეცნო
ვაკის გამგებლმა ნოდარ ტურძელაძემ ნუცუბიძის IV მიკრო რაიონის მე-10 კორპუსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ადგილობრივებმა გამგებელს აღნიშნულ მისამართზე დაზიანებული გზის საფარის შეკეთება და მოასფალტება სთხოვეს. მიმდინარეობს 2300 მ2 ასფალტის ახალი საფარის დაგება; ასევე, მოეწყობა ბორდიურები და გზის სავალი ნაწილი. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მარტის ბოლოს დასრულდება. "ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 10-მდე მისამართზე მიდის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2016 წლის პირველ ნახევარში ათეულობით შიდა ეზოსა და ქუჩის მოწესრიგებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. ვაკეში მიმდინარე წლის ბიუჯეტით, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციისთვის 4 000 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)