|
2024-10-01 09:32:57, 345 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ანგისას ქუჩა - ე.წ. მახოს ხიდი) მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა. დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)