22:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 12:58:24, 293 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანმა აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში ომის დასრულებიდან 31 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის წევრებმა გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათი ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.

“სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და მოქალაქეებმა.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა და 300 ათასი მოქალაქე დევნილად იქცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics