|
2024-09-24 14:46:24, 427 ნახვა
ეკონომიკა
30-ჯერ მეტი PLUS ქულა - „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები განსაკუთრებულ შეთავაზებას შექმნიან
“საქართველოს ბანკი“, Ads მენეჯერის კამპანიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, Ads მენეჯერის დახმარებით, ბიზნესს შეუძლია, საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვება შესთავაზოს. ხოლო ბიზნესის მიერ გაწეულ ხარჯს 30-ჯერ მეტ პლუს ქულას, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეცეს, AmEX და “საქართველოს ბანკი“ დაფარავენ. ინფორმაციისთვის, კამპანიის ფარგლებში ბიზნესების მომხმარებლებს მაქსიმუმ 10000 პლუს ქულის დაგროვება შეუძლიათ. Ads მენეჯერი “საქართველოს ბანკის“ პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, ფასდაკლების, ქეშბექის ან პლუს ქულების შეთავაზებები შექმნან და “საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე წარუდგინონ. “მოხარული ვართ, რომ “საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის კამპანია გრძელდება და ჩვენ ბიზნესებს ვაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მოიზიდონ მომხმარებლები და გაზარდონ გაყიდვები. მუდმივად მზარდი ინტერესი Ads მენეჯერის მიმართ კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით თანამედროვე ბიზნესებისთვის სასარგებლო ტექნოლოგიურ პროდუქტებს. საგულისხმოა, რომ ციფრულ პლატფორმებს, სადაც ბიზნესის შეთავაზება ჩანს, დღეს 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ ბიზნესებს“, - აცხადებენ “საქართველოს ბანკში“. Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ. თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნა manager.bog.ge-დან შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელსა და პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში იყენებთ. ხოლო თუ ხართ მარკეტერი, შეთავაზების შექმნისთვის დირექტორს აქვს შესაძლებლობა, manager.bog.ge-ზე შესაბამისი როლი მოგანიჭოთ. 30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზებაზე სრული ინფორმაციისთვის ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს, შეავსეთ ფორმა და “საქართველოს ბანკის“ პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი ამომწურავ პასუხებს გაგცემთ.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)