|
2024-09-24 12:50:19, 784 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - აჭარაში ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება მზარდია - ბოლო წლებში სამინისტროს ბიუჯეტი რვაჯერ გაიზარდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება მზარდია. მათივე ცნობით, ბოლო წლებში სამინისტროს ბიუჯეტი რვაჯერ გაიზარდა. "სრულად იფარება გულის ქირურგია და ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციული მომსახურება. ფინანსდება ღვიძლის, ძვლის ტვინის და გული ტრანსპლანტაცია. იფარება იშვიათი დაავადებების მკურნალობა ძვირადღირებული მედიკამენტებით. ასევე, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის სტაციონარული მომსახურება. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე 30 წლამდე პირების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება. აამოქმედა სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა. მიმდინარეობს უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა მატერიალური მხარდაჭერა. ყოველწლიურად ფინანსდება 3000-მდე ბავშვის და 1000-მდე ზრდასრულის რეაბილიტაციის კურსი. სამინისტრო გასცემს 25 სახეობის დამხმარე საშუალებას. თავშესაფრით უზრუნველყოფს: თანადგომის ქსელის არმქონე დედებს და ბავშვებს, ფსიქიკური პრობლემების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის და გერიატრიულ პაციენტებს. 2012 - 2024 წლებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვისებით ისარგებლა 500 000-მდე მოქალაქემ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)