|
2024-09-18 11:19:39, 286 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
საქართველოს პარლამენტმა “საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტი საქართველოსა და ბელგიის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, შეთანხმება რატიფიცირებისთვის დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა. “შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების წინააღმდეგ როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სხეულის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაულები, ნარკოდანაშაული, ადამიანებით ვაჭრობა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, ფულის გათეთრება, კორუფცია, კიბერდანაშაული და სხვა. “საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 2024 წლის 2 მაისს ბრიუსელში მოეწერა. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები და მემორანდუმები უკვე 35 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)