|
2024-09-18 10:55:39, 342 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში, პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნა
საქართველოში, პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. "ასევე, ისაუბრეს პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, სწორი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელებისა და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ, დარგობრივ ასოციაციებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, საკუთარი რეკომენდაციების გაზიარების ინიციატივით მიმართა. როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად განიხილავს და დაამუშავებს, უშუალოდ ღონისძიებაზე, თუ მისი მზადების პროცესში, სექტორის მხრიდან მიღებულ წინადადებებს. პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, შეხვედრაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვები და მოსაზრებები წარადგინა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველმა ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით, თომას რუბალმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2019 წელს დააწესა. მისი მიზანი პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ საკითხზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)