|
2024-09-17 16:20:24, 312 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა
დასუფთავების კვირეულთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შპს “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა“თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ მიიღეს. “დასუფთავების აქციები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს ნარჩენების ასეთ რეკრეაციულ სივრცეებში განთავსების შედეგად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, კონტეინერებში განვათავსოთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“,- აღნიშნა ფაჩულიამ. დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად დედაქალაქიც უერთდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი აქტივობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)