|
2024-09-16 16:17:52, 742 ნახვა
რეგიონი
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გახსნის საზეიმო ცერემონიას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნათელა გოგიტიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. "პროექტის ფარგლებში აშენდა კაპიტალური შენობა, მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების ოთახები,სველი წერტილები, სამზარეულო.
დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. კეთილმოეწყო ასევე ბაგა-ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



მუნიციპალიტეტში 16 ბაგა-ბაღი და 8 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს. სულ 350-მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)