|
2016-02-22 10:16:01, 516 ნახვა
საზოგადოება
დღეს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში რაიონის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს 12:00 საათზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ეწვევა და ახალგაზრდებს ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილებს გადასცემს. რაიონში ჩავლენ ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე. ქუთაისში, გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, 16:00 საათზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გენერალ გიორგი კვინიტაძის ეპოქის ამსახველ ფოტოგამოფენას გახსნიან. გამოიფინება გენერალ კვინიტაძის რესტავრირებული სამხედრო მუნდირი, პირადი ნივთები და ხელნაწერებიც. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა საითიძე კი პირად შემადგენლობას გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს( ქუთაისი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, ავტომშენებლის ქ. 51).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)