06:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 15:19:28, 677 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ამსი შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TACC-ი  რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


მედიის ცნობით, თითოეულმა მხარემ 103 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.  

"გაცვლილი რუსი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ აყვანილნი რუსეთის კურსკის რეგიონში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორია აგვისტოში დაიკავეს.

მედიის ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics