|
2024-09-11 23:28:35, 504 ნახვა
საზოგადოება
მერია - დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის გახსნის ღონისძიების გამო, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა 12 სექტემბრის 08:00-დან 13 სექტემბრის 06:00 საათამდე იმოქმედებს. დროის ამავე მონაკვეთში ავტომობილების მფლობელები ვერც პაიჭაძის ქუჩაზე არსებული საპარკინგე სივრცით ისარგებლებენ. "შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება პაიჭაძისა და ევგენი მიქელაძის ქუჩების კვეთამდე, ასევე, პაიჭაძისა და ნოდარ ახალკაცის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძოლები გადაადგილებას შეძლებენ რობაქიძის გამზირიდან მიქელაძისა და ბელიაშვილის ქუჩების გამოყენებით. რაც შეეხება საზოგადობრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N320, N299, N311, N351 N304 და მიკროავტობუსები: N541 N526, N550, N534 და N536, ლუბლიანას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რობაქიძის გამზირიდან გადაინაცვლებენ აღმაშენებლის ხეივანში, საიდანაც მარჯვნივ მოხვევით, იმოძრავებენ მიქელაძისა და ბარძიმაშვილის ქუჩებისკენ და დაუკავშირდებიან ლუბლიანას ქუჩას. ლუბლიანას ქუჩიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ბარძიმაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება მიქელაძის ქუჩას, მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებს ბელიაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას რობაქიძის გამზირის მიმართულებით გააგრძელებს. რობაქიძის გამზირზე მიკროავტობუსები მოუხვევენ მაიაკოვსკის ძეგლთან და იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით, ხოლო ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ დავით აღმაშენებლის ძეგლისკენ, სადაც მოუხვევენ და დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)