|
2024-09-10 12:44:11, 302 ნახვა
საზოგადოება
ამაღლების ქუჩაზე სახლს კაპიტალური გამაგრება ჩაუტარდა
მთაწმინდაზე, ამაღლების ქ. N1-ში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა. "ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა და პირვანდელი სახე დაუბრუნდება. ასევე, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლების საძირკველი გამაგრდა, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარების დამუშავება კი სპეციალური მასალით მოხდა. საცხოვრებელ სახლში 16 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი პირობები რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება. სამუშაოების განხორციელებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში 974 377 ლარი დაიხარჯება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)