|
2024-09-10 10:57:31, 332 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო
"თიბისი" ტექკოლა - ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის, დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები, გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის რაც ნამდვილად აინტერესებს. ტექსკოლა "თიბისის" საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები "თიბისის" სრული დაფინანსებით. 10 სექტემბრიდან, ტექსკოლა მე-4 სემესტრის, ონლაინ კურსებზე იწყებს მოსწავლეთა მიღებას და რეგისტრაცია 22 სექტემბრის ჩათლით გაგრძელდება. მოსწავლეთა შერჩევისას, დავალებასთან ერთად, პრიორიტეტი რეგისტრაციის რიგითობას ენიჭება. ამიტომ, არ გადადო და აირჩიე შენთვის სასურველი ონლაინ კურსი:
"თიბისიმ" ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 15%-ზე მეტმა მოსწავლემ, ტექსკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიების შემსწავლელი რამდენიმე კურსი გაიარა. ტექსკოლის კურსდამთავრებულები უკვე მონაწილეობენ სასკოლო თუ სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით-გასართობ პროექტებში და მიღებული ცოდნის საფუძველზე თავად ახდენენ იდეების რეალიზებას. "თიბისისთვის" ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, "თიბისი", ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა. გახდი "თიბისის" ტექსკოლის მონაწილე!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)