|
2024-08-30 11:31:03, 341 ნახვა
საზოგადოება
კახეთში სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი მევენახე ფერმერებმა სრულად დააბინავეს
რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, 23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" ოპერატიულად, სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს კომპანია თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 2 ლოკაციაზე იბარებდა. "მევენახეებმა დაზიანებული, არაკონდიციური 1 კგ ყურძენი 1.00 ლარად ჩააბარეს. 30 აგვისტოს მდგომარეობით, სულ გადამუშავებულია 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი. აღსანიშნავია, რომ 23 აგვისტოს კახეთის რეგიონში განვითარებულმა სტიქიამ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ყურძენი დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 120 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის საწარმო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)