01:13 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 12:21:32, 316 ნახვა

საზოგადოება
ავჭალაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მე-4 ჩიხში სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციით ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება  შესრულდება.

“აღნიშნულ სკვერში მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება ყველაფერი. ეს სივრცე ამორტიზებულია და პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. აქაც მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics