01:13 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 11:39:55, 314 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდებარედ მცხოვრებ 270 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა.

"ადგილობრივ მოსახლეობას წყალარინების ქსელების არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა. ეს იყო უდიდესი პრობლემა. აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსია, სადაც 270 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ცენტრალურ ქსელზე დაერთება მიმდინარეობს. ჯამში, 2 400 მეტრ სიგრძეზე ახალი ქსელი მოეწყო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, ორი მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით, რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა. 

"გარდა ამისა, როდესაც პროექტის განხორციელებისას ადგილზე ვიმყოფებოდით, მოსახლეობამ გვთხოვა რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ჩვენ დავპირდით, რომ მოვაწყობდით. ამისთვის ტერიტორია მოიძებნა და დაპირება აუცილებლად შესრულდება იმისთვის, რომ შეძლონ დასვენება, განტვირთვა და ვარჯიში“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics