01:12 - 29 May, 2026
|
2024-08-27 11:38:00, 411 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ოჯახში შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც “ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)