|
2024-08-20 17:42:56, 803 ნახვა
რეგიონი
„მომავალი ბათუმშია - ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ - წერს Forbes ბათუმზე
“მომავალი ბათუმშია ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ ამ სათაურით სტატიას პრესტიჟული გამოცემა Forbes აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, შავ ზღვაზე კოხტად განთავსებული ბათუმი, რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი ხდება. ქალაქი, რომელიც ახლახანს აღიარებული იქნა, როგორც "ინვესტირებისთვის საუკეთესო ადგილი ევროპაში" ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ინფრასტრუქტურის დინამიური განვითარების, მიმზიდველი პირობებისა და მზარდი ტურისტული პოპულარობის წყალობით, ბათუმი რეგიონის ბიზნეს რუკაზე საკვანძო ადგილი ხდება,“ იწყებს სტატიას Forbes-ის პოლონური გამოცემა. “სტატიაში, გარდა ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისებისა, საუბარია ტურისტული ინფრასტრუქტურის, უძრავი ქონების მზარდ დინამიკასა და მეგობრულ საინვესტიციო გარემოზე. ინვესტორების ინტერესი გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროპული გეზის მქონე ქვეყანას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს. გარდა ამისა, ბათუმის თავისუფალი ეკონომიკური ზონა საგადასახადო შეღავათებისა და გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურების შესაძლებლობას იძლევა, რაც იზიდავს მეწარმეებს სხვადასხვა დარგიდან“, წერია სტატიაში. აჭარაში ტურიზმი მხოლოდ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით არ შემოიფარგლება. რეგიონს ბევრად მეტი შეთავაზა შეუძლია. ამის შესანიშნავი მაგალითია აჭარის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, მისი დაცული ტერიტორიებითა და ეროვნული პარკებით - რომელთაგანაც სამს ახლახანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მანქანით 30 წუთის გზაზე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ თვალწარმტაცი ბუნებით გარშემორტყმული და აღმოაჩინოთ 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი მთიან აჭარაში. აქ შეგიძლიათ ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება ან კანიონინგი“,- ნათქვამია ინფორმაციაში. წელს, ბათუმის შესახებ სტატიები ასევე, გამოქვეყნდა იაპონური Forbes, საერთაშორისო კომპანია DEUTSCHE WELLE- ს, WANDERLUST-ის და ცნობილი სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations გვერდებზე. სტატია იხილეთ https://www.forbes.pl/life/travel/batumi-w-gruzji-turystyczne-miasto-staje-sie-biznesowym-centrum-regionu/mq5f472 .
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)