|
2016-02-19 10:31:39, 586 ნახვა
საზოგადოება
უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას საგარეო უწყება უზრუნველყოფს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებით, უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენების საკითხს მთავრობის სხდომაზე აღარ განიხილავენ. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნული პროცედურის მოგვარება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა. როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ უცხოეთში გარდაცვლილი პირების ოჯახები მთავრობას ხმას ვერ აწვდენენ, რის გამოც, საქართველოს ბევრი მოქალაქის ცხედარი უცხოეთში თვეობით ინახება. პრემიერის თქმით, ამ პროცესს, მთავრობის სხდომაზე გამოტანის გარეშე, აღნიშნულ ავრტომატურად საგარეო უწყება მოაგვარებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინიციატივაა. პრემიერმა, მას ამ ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე ინფორმაციით, დღეისთის საქართველოს არაერთი მოქალაქეა სამშობლოში გადმოსასვენებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)