08:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 09:47:19, 574 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - პარტნიორებს ვთხოვთ, დააჩქარონ იარაღის მოწოდება, ომში შვებულება არ არსებობს

პარტნიორებს ვთხოვთ, დააჩქარონ იარაღის მოწოდება, ომში შვებულება არ არსებობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გამოცხადებული პაკეტების დროული ლოჯისტიკა დახმარების პაკეტებისთვის აუცილებელია.

"ჩვენი უპირველესი ამოცანა თავდაცვითი ოპერაციების დროს არის, რაც შეიძლება მეტი რუსული ომის პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევითი ქმედებები. ეს მოიცავს აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნას, როგორიც ჩვენი ოპერაციაა კურსკის რეგიონში. ყველაფერი, რაც ზარალს აყენებს რუსეთის ჯარს, რუსეთის სახელმწიფოს, მათ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მათ ეკონომიკას, ხელს უშლის ომის გაფართოებას, გვაახლოებს ამ აგრესიის სამართლიან დასასრულთან  - უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობასთან. ჩვენი ბიჭები ყველა ფრონტზე შესანიშნავად მუშაობენ. თუმცა საჭიროა ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის უფრო სწრაფი მოწოდება. ჩვენ მკაცრად ვითხოვთ ამას. ომში შვებულება არ არსებობს. საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება, ასევე დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული დახმარების პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics