|
2024-08-15 09:22:29, 366 ნახვა
საზოგადოება
კუს ტბის მიმდებარე ფერდობები და ველობილიკები დასუფთავდა
შპს “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კუს ტბის მიმდებარე ფერდობები და ველობილიკები დაასუფთავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამაც მიიღო. “ძალიან დასანანია, რომ ასეთ რეკრეაციულ ზონებშიც გვხვდება საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენი. დედაქალაქის მოსახლეობას და კერძო კომპანიებს მოვუწოდებთ, არ დატოვონ ნარჩენი ასეთ სივრცეებში და მოათავსონ მხოლოდ ახლომდებარე კონტეინერებში. არ არის ამაში რაიმე სირთულე, უბრალოდ ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად ვაზიანებთ ასე გარემოს. გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ბუნებას და გარემოს, სადაც ვცხოვრობთ“,- აღნიშნა დავით ფაჩულიამ. მსგავსი დასუფთავების აქციები თბილისის მასშტაბით ათივე რაიონში ეტაპობრივად იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)