|
2024-08-12 16:21:43, 449 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - არანაირი ზღვარი არ არსებობს, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები
არანაირი სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო კამპანიაში, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ კონკრეტული ძალა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს. "არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი არ არსებობს საქართველოში. არანაირი ზღვარი არ არსებობს. პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდნენ, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს და ა.შ. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი?! რევოლუცია ჰქონდა არასამთავრობო სექტორს დაანონსებული. დღეს არ არსებობს ეს ზღვარი. არის კონკრეტული ძალა, რომელიც მოღალატეებითაა დაკომპლექტებული, იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, სამშობლო არ აინტერესებთ. რასაც ეუბნებიან, რასაც დაავალებენ, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ. დღეს, ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ხვდება, რა ხდება მსოფლიოში, რა ტენდენციებია, რა ხდება რეგიონში, ვისი ინტერესებია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ქართველი ხალხი ყველას გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)