|
2024-08-03 14:37:31, 995 ნახვა
სპორტი
რინერი თუშიშვილის შესახებ - ჩვენ შორის არანაირი დაძაბულობა არ არის
ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მეოთხედფინალურ შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქართველმა სპორტსმენმა გურამ თუშიშვილმა და მან, ტატამზე ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ტედი რინერმა Lagazzeta.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის, გურამსა და მას შორის დაძაბულობა არ არის. “საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“,-განაცხადა რინერმა. ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა ქართველი ძიუდოისტის, გურამ თუშიშვილის აქტიურობით დაიწყო, თუმცა, რინერმა შეძლო და ქართველ მოწინააღმდეგეს ვაზარით სძლია, რის შემდეგაც მან გამარჯვების აღნიშნვნა თუშიშვილისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით გადაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა ქართველის რეაქცია და ძიუსოისტებს შორის დაძაბულობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)