00:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 16:01:12, 901 ნახვა

რეგიონი
ბათუმში დაუნის სინდრომის ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა

ბათუმში საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ორგანიზაციის რეგიონული საქმიანობის მხარდასაჭერად, საოფისე ფართი უსასყიდლოდ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სასტუმრო “ჰილტონ ბათუმმა” საკუთარ სივრცეში გამოჰყო.

"საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის რეგიონული ოფისის გახსნის საზეიმო ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე დაესწრნენ.                          

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ინფორმაცია ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და აჭარის რეგიონული წარმომადგენლობის სამომავლო გეგმების შესახებ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics