16:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 12:19:44, 1297 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო ქადაგიძეზე: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცალკეული უწყების გაუქმებით ბიუჯეტი გაცილებით ნაკლებ დანაზოგს მიიღებს, ვიდრე ქადაგიძე ვარაუდობს.

„სამინისტროების შემცირება კომპლექსური საკითხია. მე შემიძლია მაგალითისთვის გითხრათ, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრის ბიუჯეტი წელიწადში არის მილიონი და თუ მთლიანად შევკვეცავთ, გავქრობთ, ანულირებას გავუკეთებთ უბრალოდ ერთი მილიონი დაიზოგება და არა ასი მილიონი, როგორც ბატონმა ქადაგიძემ თქვა. შესაბამისად, მე სრული ანალიზი გამიჭირდება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული", - განაცახადა ჯანდაცვის მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics