|
2016-02-16 10:14:38, 510 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი კვირიკაშვილი გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს. „ძნელია, მოძებნო სიტყვები, ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებით გამოწვეულ დანაკლისს რომ გამოხატავს - ფილოსოფოსი, მოაზროვნე, მთარგმნელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, უბრალოდ, დიდი ადამიანი - კაცი, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ერის ინტელექტუალურ და სულიერ ცხოვრებაში. მსოფლიო შედევრთა თარგმანები და სამეცნიერო ნაშრომები მის სიცოცხლეშივე იქცა ქართული კულტურის საგანძურად. ვუსამძიმრებ ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახს და მთელ საქართველოს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში. ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კომისიის შექმნა დაავალა. კომისიის მუშაობაში ასევე ჩართულია თბილისის მერია. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)