|
2016-02-15 18:12:27, 1826 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტსა და სატყეო სააგენტოში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სპეციალისტების მივლინება იგეგმება
აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტსა და აჭარის სსიპ სატყეო სააგენტოში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სპეციალისტების მივლინება იგეგმება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში გერმანიიდან საერთაშორისო პროექტების მართვის სპეციალისტი იმუშავებს, რომელიც ადგილობრივ თანამშრომლებს საერთაშორისო პროექტების მართვის მიმართულებით რეკომენდაციებს მისცემს და ახალი პროექტების მოზიდვაში დაეხმარება. ევროპელი სპეციალისტი ანალოგიური მიმართულებით იმუშავებს ასევე აჭარის სატყეო სააგენტოში. უცხოელი სპეციალისტების ანაზღაურებას გერმანული მხარე უზრუნველყოფს. პროექტთან დაკავშირებით აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში გაიმართა შეხვედრა საქართველოში გერმანიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის უფროსთან, დოქტორ კატარინა დერკორნთან. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა/რ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და აჭარის ა/რ გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე. მხარეებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლობის ხელშეწყობის, მისი ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე, სატყეო მეურნეობის ეფექტურად მართვის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ევროპული გამოცდილების ეფექტურად დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს. უცხოელი ექსპერტების შერჩევა და აჭარის მთავრობის მუშაობის მხარდაჭერა იგეგმება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)