|
2016-02-15 17:47:16, 617 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად მიხანაშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის უწყება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს. „აღნიშნულ დოკუმენტი ითვალისწინებს როგორც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვას მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში, ასევე, რელიგიური აღმსარებლობის ხელშეწყობას, რასაც სამინისტრო ზედმიწევნით ასრულებს. პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შედის რელიგიური შინაარსის ლიტერატურა, ასევე, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირებს საშუალება აქვთ დაწესებულებაში შევიდნენ და რელიგიური რიტუალები ჩაატარონ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი საქართველოში კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და დახვეწას ითვალისწინებს. „შეთანხმება გულისხმობს ერთის მხრივ, რელიგიური უფლებების დაცვასა და განხორციელებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მეორეს მხრივ, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების შემუშავებას. გარდა ამისა, მემორანდუმი მოიცავს კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, მათ შორის, სათანადო პერსონალის საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადებას და შემდგომ სასწავლო-მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ. მემორანდუმის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ვალდებულებას იღებს თანამშრომლობის სფეროს მიკუთვნებული ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სააგენტოს ჩართულობა უზრუნველყოს, სააგენტო კი, სასჯელაღსრულების უწყებასა და საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)