|
2024-06-14 16:32:07, 879 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარის განათლების სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 140 მლნ ლარით განისაზღვრა
აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განათლების სფეროს მიღწევებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რეგიონში განათლების ხარისხის ზრდის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნის და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. "აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის ბიუჯეტი - 140 621 000 ლარით განისაზღვრა. განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის შექმნის, კადრების მომზადების, ახალგაზრდების ხელშეწყობის მხრივ. აღსანიშნავია, რომ აქტიურად გრძელდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება. 2024 წელს ჯამში 125 საჯარო სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2024 წელს 40 მლნ ლარი გამოიყო", - განაცხადა რიჟვაძემ. ზოგადი საბაზისო განათლების კუთხით სკოლებში ხორციელდება საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება. თანამედროვე სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა 26 საჯარო სკოლა. 2024 წელს პროგრამის ბიუჯეტი 3 075 000 ლარია. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 20 საჯარო სკოლის სასკოლო ინვენტარით და ტექნოლოგებით აღჭურვა, 10 სკოლის სასკოლო ლაბორატორიით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის" ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის დაწყებაზე. ამასთან, პროექტი 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 17 მლნ ლარს შეადგენს, 2024 წელს დასრულდება. თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა სტუდენტთა დახმარების პროგრამაზე. აღნიშნა, რომ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2023 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სწავლება დაუფინანსდა 954 სტუდენტს. ასევე, სტუდენტთა მოტივაციის გაზრდის მიზნით დაფინანსდა 70% - 100% გრანტის მფლობელი 131 პირველკურსელი. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით გამოყო უმაღლესი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების და სტუდენტების სწავლის დაფინანსების კუთხით მიმდინარე პროექტები. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)