|
2016-02-12 17:10:21, 605 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგებელმა საგზაო სამუშაოები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ვაჟა-ფშაველას N3-ში მდებარე კორპუსის ეზოში დღეს დაიწყო. ობიექტზე უკვე მოიხსნა ძველი საფარი და ახლა იქ გრუნტის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მისამართზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 625მ2 ფართობზეა გათვალისწინებული. ბექა მიქაუტაძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და სამუშაოების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება დაავალა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ობიექტზე სამუშაო ოპერატიულად დასრულდეს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას თუ სატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლეებს დისკომფორტი არ შეექმნათ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე. „საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე საპროექტო სამუშაოები ჩვენ გასული წლის ბოლოს დავიწყეთ, რათა უკვე 2016 წლის პირველივე თვეებიდან სამშენებლო სამუშაოები დაწყებულიყო. კომპანია „ჯეოსერვისს“ ტენდერით ექვსი ობიექტზე შედის და დღეს ჩვენ ამ ობიექტებიდან ერთ-ერთი მოვინახულეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით და ხარისხიანად განხორციელდეს. საბურთალოს რაიონში წელს კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გზების მდგომარეობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. ვაჟა-ფშაველას N3-ში, მგალობლიშვილის ქ. N16-24-თან, ჭილაძის ქუჩაზე, დელისის მე-2 ქუჩაზე, ანტონოვსკაიას ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას I ჩიხში საგზაო სამუშაოებს კომპანია „ჯეოსერვისი“ განახორციელებს. ხელშეკრულებით ექვსი ობიექტის კეთილმოწყობის სავარაუდო ღირებულება 700 000 ლარს აჭარბებს.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)