|
2016-02-11 18:09:50, 476 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზაზე
საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზაზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ერთგულად მიჰყვება რეფორმების განხორციელების ამბიციურ გზას, რის შედეგადაც მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს. "მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები", - განაცხადა სტოლტენბერგმა. თუმცა მისივე თქმით, უმნიშვნელოვანეს სფეროებში, მათ შორის სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ყველა მოკავშირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს, მისი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეგახსენებთ, რომ ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება. "საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და რუსეთი კვლავ განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას. მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)