|
2015-02-12 10:49:30, 690 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს: თქვენ შეგიძლიათ შეტევაზე გადახვიდეთ
"თქვენ შეგიძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ. როცა სამართლიანობას ებრძვიან, თვენ გაქვთ უფლება თქვენი სიმართლე დაიცვათ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციაზე, სპეცრაზმელებზე და ჯარზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება, რაც პრემიერის შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა. "ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ეს არის მიზანმიმართული შეტევა სხვადასხვა ორგანოებზე. თავიდან დაიწყეს პოლიციაზე შეტევა, სპეცრაზმელებზე და შემდეგ ჯარზე გადავიდნენ. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ამას ძალიან კარგი გაანალიზება სჭირდება და სწორი შეფასება პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან. ყოვლად დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ამგვარი დისკრედიტაციის მცდელობას ჰქონდეს ადგილი და გამოკვეთილია ყველა ის პირი, ვინც ამას ღიად და დაფურავად სჩადის. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ამას სათანადო პასუხი გაეცემა. ის კამპანია, თუნდაც რაც მინისტრ ჯანელიძის წინააღმდეგ ააგორეს, ყოვლად დაუშვებელია. ჯარი აბსოლიტურად დეპოლიტიზირებულია დღეს საქართველოში. ასევე პოლიცია და სპეცსამსახურები", - აღნიშნა ღრიბაშვილმა. მან მინისტრებს მოუწოდა, საზოგადოებას უწყებებში მიმდინარე მოვლენები განუმარტონ. „მინდა ყველას მივმართო, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, როცა განცხადებებს აკეთეენ და მინდა მოგიწოდოთ თვენ, მინისტრებს, რომ მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში იმდინარე ცვლილებები. ჩვენ რაფერი გვაქვს დასამალი, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად, თუ შეცდომები მოგვდის, მას ვასწორებთ და წინსვლას ვაგრძელებთ, უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ იმიტომ, რომ როცა სამართლიანობას ებრძვიან პირდაპირი მნიშვნელობით და როცა ვერ იცავენ სახელწმიფო ინსტიტუტებს, თქვენ გაქვთ სრული უფლება, რომ თქვენ დაიცვათ თქვენი სიმართლე, თქვენ განუმარტოთ საზოგადოებას, თქვენს უწყებებში მიმდინარე მოვლენები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)