|
2016-02-10 18:10:57, 455 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარ მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტემ საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებასა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორის სურვილია, შექმნას რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ენერგეტიკული ბაზარი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის წარმოებისკენ მიმართულ პროექტებს, რომელთა მიზანია, საქართველო, მწვანე ენერგიის წარმოების მხრივ, რეგიონული ლიდერი გახდეს. პრემიერმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამჟამად 114 ასეთი პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 6.4 მილიარდი დოლარია. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას, ასევე ისაუბრა ქარის ელექტროსადგურის პირველი საპილოტე პროექტის შესახებ, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად შიდა ქართლში ახორციელებს და რომლის დასრულება 2016 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთის გაზის დერეფნისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის მნიშვნელობაზე, რომელიც „შაჰდენიზის" პროექტის ნაწილია. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)