06:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 10:24:31, 623 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამი მიულოცა

მუსლიმანური სამყარო რამადან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. მორწმუნეებს რამადან ბაირამი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ჭვანისა და ნიგაზეულის მეჩეთებიდან მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებულ ლოცვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მუსლიმ მრევლს დღესასწაული ასევე მიულოცეს მერის მოადგილეებმა - მირიან აბაშიძემ, გურამ ზოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

"სადღესასწაულო ლოცვა მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ მეჩეთში ჩატარდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობა  მორწმუნეებს ულოცავს რამადან ბაირამის დღესასწაულს!"- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics