|
2015-02-12 10:01:54, 1120 ნახვა
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციაში ბრალდებული საჯარო მოხელე, მკაცრად დაისჯება
ჩვენი მთავრობა მართლაც გამორჩეულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მაღალჩინოსნის დაკავებას. პრემიერის თქმით, ანტიკორუფციული და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები ეფექტიანად მუშაობენ და მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგის გაუარესებას არ დაუშვებს. „მინდა, ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, იყოს დარწმუნებული, რომ ძალიან მკაცრად დაისჯება. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენ მსოფლიოში ვართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფო და ამ პოზიციის გაუარესების უფლებას არავის მივცემთ. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მაქსიმალურად გავააქტიუროთ ბრძოლა ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)