|
2024-03-27 02:08:33, 2360 ნახვა
სპორტი
უკრაინამ ისლანდიის ნაკრები დაამარცხა და ევრო-2024 ზე იასპარეზებს
უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალური მატჩი მოიგო. უკრაინამ ისლანდიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. უკრაინისა და ისლანდიის ნაკრებები ერთმანეთს 21:45 წუთზე პოლონეთის ტარჩინსკის არენაზე ვროცლავში შეხვდნენ. ისლანდიის ნაკრებმა ცოტა ხნის წინ ისრაელთან გამართულ მატჩში დიდი გამარჯვება მოიპოვა (4:1). 30-ე წუთზე გუდმუნდსონმა უკრაინის ნაკრების კარში გოლი გაიტანა. 9 წუთის შემდეგ იარემჩუკმა ისლანდიას გოლი გაუტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე გამო გააუქმა. 54-ე წუთზე ციგანკოვმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე მუდრიკმა მეტოქის კარის შორეულ ქვედა კუთხეში დაარტყა. მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პირდაპირ ფინალში ვერ მოხვდა. ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ იყო ერთა ლიგის პლეი-ოფში. 21 მარტს უკრაინამ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის 57-ე წუთზე ნიკოლაი მატვიენკომ ავტოგოლი გაიტანა, 85-ე და 88-ე წუთზე რომან იარემჩუკმა და არტემ დოვბიკმა გაიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)