10:27 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 16:28:43, 1164 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან - მირიან აბაშიძესთან და რუსუდან შავაძესთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების საჭიროებები პირადად მოისმინეს და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

"შეხვედრაზე მოსახლეობას ინდივიდუალურად გაეცნო გეოლოგიური სამსახურის მიერ უმოკლეს ვადაში დადებული დასკვნები და გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით.

ომარ ტაკიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics