19:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-10 15:33:21, 1098 ნახვა

სამართალი
ქობულეთში შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ 80 წლის კაცს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 80 წლის კაცს გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ რომ ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი 7 თებერვალს, დააკავეს. 

გუშინ, 9 თებერვალს კი საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ'' ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics