19:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-23 23:52:15, 940 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა კეკელიძის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლება დაიწყეს.

ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics