16:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 14:12:54, 1310 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, თუმცა რისკები მაინც არსებობს

ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე "ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლებმა აჩვენა, ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის სტაბილიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი.

"ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს. ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი, ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ",- განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics